მე-2 სოციალური პროექტი


სოციალური პროექტი

პროექტის სახელწოდება:  ,,უსაფრთხო ყოფაცხოვრება“
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მაკრინე კობახიძე.
პროექტში მონაწილენი: 6-7 კლასის მოსწავლეები;
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა, 6 შეხვედრა, 17.10.2019წ - 01.11.2019 წ
პროექტის აქტუალობა:  ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, როდესაც მოსწავლეებმა შეისწავლეს საშიში ნივთიერებები, კერძოდ საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებები, მათში გამოიკვეთა ინტერესი მეტი სცოდნოდათ, საყოფარცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებზე, ვინაიდან ისინი მეტ-ნაკლებად ფლობდნენ ინფორმაციას არსებული თემის შესახებ, აქტუალური გახდა, რომ თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია საყოფაცხოვრებო საშვალებების გარეშე.  ასევე ბუნებაში არსებობს შხამიანი მცენარეები, რომელთა გამოყენებამ და შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, მოწამვლა, ტოქსიკური შეგრძნებები. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეების ცოდნა ამაღლდება საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების თვისებების და მათ მიერ მიყენებული ზიანის შესახებ, ასევე ბუნებაში გაარჩევენ და ამოიცნობენ შხამიან მცნერეებს, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, დაიცავენ უსაფრთხოების წესებს.
  
პროექტის მიზნები:  მოსწავლეების მიერ ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა, საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების, ასევე ბუნებში არსებული შხამიანი მცენარეების მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევა.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
.საყოფაცხოვრებო გრემო პირობების შენარჩუნება და დაცვა; 
. შესაძლებობების და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში                                                                                 .კომუნიკაცია ინდივიდებთნ და ჯგუფებთნ ;                                                                                                        .იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე;
პროექტის ამოცანები:
.სამუშაო გეგმის შემუშავება                                                                                             
 .დავალების განაწილება                                                                                                                                                      .ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით                                                                                                    .დისკუსია,  ფილმის ჩვენება                                                                                                                                           .შეძენილი ინფირმაციის დახარისხება და პრეზენტაციისთვის მზადება                                                                       .კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა                                                                                                                  .პროექტის პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები:
.მოსწავლეები გააცნობიერებენ საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების გავლენას ჯანმრთელობაზე.                                                                           .გაარჩევენ უსაფრთხო  და მავნე მცენარეებს, გაეცნობიან საყოფაცოვრებო ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობას და შეძლებენ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევას.                                                                                                                                         .დაამზადებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების დაშხამიანი მცენარეების მავნებლობაზე საინფორმაციო ბუკლეტებს.

ადამიანური რესურსი:  მოსწავლეები, მშობლები, უბნის ექიმი, მასწავლებლები;
მატერიალური რესურსი: პროექტორი, ნოუთბუქი, ფოტოები, ვიდეო რესურსი, ინტერნეტიდან, ფორმატი, ფლომასტერი, სტიკერები;
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:                                                                             
პირველი შეხვედრა: 17.10.2019
აქტივობა1:  მოსწავლებისათვის ცნობილი იყო საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების შესახებ, თუ რატომ და რისთვის გამოიყენებდნენ,მაგრამ მაინც წარმოიშვა კითხვები:                                     .რატომ გამოვიყენოთ ოჯახში საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებს თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა?                                                                                                                        .როგორ ხდება მისი დოზირება?                                                                                                                                    .ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შემთხვევაში  რა პირადი დახმარება უნდა გავუწიოთ?  
                                                                                                                                                                          გამოავლინეს ცოდნა ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების შესახებ. გაიხსენეს სხვადასხვა შემთხვევები,რომელიც მათ ირგვლივ მოხდა.წარმოიშვა კითხვები:                                                  .სად ხარობენ შხამიანი მცენარეები?                                                                                                               .როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მსგავსი მცენარეები?                                                                                      .როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს თუ შხამიანი მცენარეებიდან სხეულის დაზიანებას ან მოწამვლის საშიშროებას ვიგრძნობთ?                                                                                                                         ამ კითხვებს პასუხი რომ გაეცეს, მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ სოციალური პროექტის მიზნები და ამოცანები.
შეხვედრა მეორე : 21.10.2019 
 აქტივობა2: მეორე შეხვედრაზე შევქმნი ჯგუფებს, პირველ ჯგუფს ეძლევა დავალება, გაარკვიონ თავიანთ სახლში რა სახის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ მშობლები დაასურათონ ყველა საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტის საშვალებით გაარკვიონ მოხმარების წესები.                                                                                                                                                        მეორე ჯგუფს ეძლევა დავალება- მოსწავლეებმა ინდივიდუალურად გაარკვიონ უფროსების გადმოცემით,ენციკლოპედიებიდან, სხვადასხვა ცნობარებიდან ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების თვისებებების შესახებ,თუ სადმე მათი სახლის ახლოს არსებობს შხამიანი მცენარეები დაასურათონ.
მესამე შეხვედრა: 25.10.2019
აქტივობა3: მოსწავლეები ინტერნეტის გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას , როგორ დავიცათ თავი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნარჩენებისგან, შხამიანი მცენარეებისგან, მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე . ორივე ჯგუფი შეჯერებულ მასალას გააცნობენ ექიმს, ისაუბრებენ მათ მავნებლობაზე,მისი მოხმარების წესებზე, მიიღებენ რჩევებს თუ როგორ შეძლონ პირველადი დახმარების გაწევა დაზიანების შემთხვევაში.
აქტივობა 4: მოსწავლეებს ვუჩვენებ ფილმს არსებული თემის შესახებ, ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას, გამოიტანენ დასკვნებს, გააკეთებენ პრეზენტაციას.
მეოთხე შეხვედრა: 28.10.2019                                                                                                                                       აქტივობა5: ჯგუფები მასალების შეგროვების და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას.დაარიგებენ ბუკლეტებს ,ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და შხამიანი მცენარეების მავნებლობაზე და უსაფრთხოებაზე.  
მეხუთე შეხვედრა: 30.10.2019
აქტივობა 6:  მეხუთე შეხვედრაზე მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს, რომელსაც გამოაკრავენ სკოლაში თვალსაჩინო ადგილას.
მეექვსე შეხვედრა: 1.11.2019 
აქტივობა7: პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები.
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები, ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერესით ვერ ჩაერთო მუშაობაში, ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას. მოწვეული სტუმრების გამოუცხადებლობა დათქმულ დროს, გადატვირთული განრიგის გამო.
პროექტის შედეგები: პროექტი შედეგიანია, რადგან იგი არსებობას აგრძელებს დამთავრების შემდეგაც, რადგან უსაფრთხო ყოფაცხოვრება თანამედროვე ცხოვრებაში წარმოუდგენელია. მოსწავლეებმა იციან როგორ დაიცვან თავი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებისაგან და შხამიანი მცენარეებისაგან.
ბიუჯეტი: სკოლის წილი

პროექტის შეფასება
მონიტორინგი/შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
18.10.2019წ

პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მშობლები,
ექიმი
22.10.2019წ.
24.10.2019წ.

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის სქემა
საბოლოო შეფასება
მასწავლებელი, მოსწავლეები, მშობლები
29.10.2019წ
პრეზენტაცია, ანგარიში


პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1. ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტებისა სხვადასხვა წყაროების სანდოობას
17.10.2019წ
2. ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
21.10.2019წ
3. შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
25.10.2019წ
28.10.2019წ
4. ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად კარგად ართმევენ თავს მაღზე დაკისრებულ მოვალეობებს
30.10.2019წ
5. იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
1.11.2019წ


მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი  
დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულები და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრებს სისტემატური და საქმიანი ხასიათი.

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



თარიღი: 17/10/2019




სოციალური პროექტის რეფლექსია
პროექტის ხელმძღვანელი:  მაკრინე კობახიძე
            სოციალური პროექტის ფარგლებში მე-6-7  კლასებში გნვახორციელე პროექტი ,,უსაფრთხო ყოფაცხოვრება“,  პროექტი დავგეგმე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება დავიწყე 17.10.2019წ. დან 1.11.2019წ. დავასრულეთ.
            პროექტზე მუშაობისას  მოსწავლეებმა დასახული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში გააანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა, აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტმა მათში გააღრმავა კვლევითი უნარ – ჩვევები. ისტ – ის გამოყენებამ მათ ხელი შეუწყო, რომ შეექმნათ ელექტრონული რესურსები და ეფექტურად მიეწოდებინათ დაინტერესებული საზოგადოებისათვის თავიანთი ნამუშევარი. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ ყოფა – ცხოვრებაში.
       პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს სოციალურ პროექტებში. გვქონდა მცირე ხელისშემშლელი ფაქტორებიც, მოსწავლეები ზოგჯერ არ ერთობოდნენ პროექტის მსვლელობაში, ასევე გაუმართავი იყო ტექნიკური რესურსი. ამ ხარვეზებს დიდი გავლენა არ მოუხდენია პროექტზე. აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები, აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, კვლევა-ძიება, შემოქმედებითობა. გაირღმავეს ცოდნა, შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები.
   ვფიქრობ, პროექტის მიზნები არის ნათელი, კონკრეტული და მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან  გამომდინარე მიღწევადი, ის შეესაბამება  დასახულ მიზნებს, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას და  პატრიოტული ღირებულებების მქონე მოქალაქედ  ჩამოყალიბებას.
  აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა, როგორც სასწავლო  სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, მათ  საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებისა და განვითარებისათვის მეტი სტიმული მის.
ბლოგის მისამართი: https://makrinekobaxidzisblogi.blogspot.com/
თარიღი: 4/11/2019წ













Комментариев нет:

Отправить комментарий