ისტ-ის გამოყენება სასწ. პროცესში. 3


ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზე


მასწავლებლის სახელი, გვარი:  მაკრინე კობახიძე;
საგანი:  ბუნებისმეტყველება;
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა;
სწავლების საფეხური/კლასი:  მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა:  2 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის;
გაკვეთილის თემა: საშიში ნივთიერებები
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების     დასახელება და მსჯელობა მათი თვისებების შესახებ.
კავშირი ესგ-ის სტანდართის  შედეგთან და იდიკატორები:
ბუნ.მე-6 .5.მოსწავლემ უნდა შეძლოს ნივთიერებათა თვისებების  აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა;



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
მეთოდი /მეთოდები
 კლასის,
საორგანიზება

რესურსი
დრო
1
აქტივობა 1

საორგანიზაციო საკითხები, მიზნებისა და შეფასების რუბლიკების გაცნობა, გაკვეთილის თემის გაცნობა
ვერბარული საუბარი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
2წთ
2
აქტივობა 2

წინარე ცოდნის გააქტიურება, საშინაო დავალების შემოწმება; მასწავლებელი მოსწავლეებს უსვავს კითხვებს:
1.როგორ ნივთიერებებს გამოიყენებს ადამიანი ყოფაცხოვრებაში?
2.მოაქვს თუ არა მათ ზიანი?
3.რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს ამ ნივთიერებებმა?
ვიცავთ თუ არა უსაფრთხოების წესებს მათი გამოყენებისას?
მასწავლეებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეორგოლებისა და შესაბამისი ვებგვერდის საშუალებით ზოგიერთ საშიშ ნივთიერებებს, რომელსაც ადამიანი იყენებს და ხვდება ყოფაცხოვრებაში.
კითხვა -პასუხი,
დემონსტრირება
მელი კლასი
ნოუთბუქი;
პროექტორი
ვიდეოები და ვებგვერდი:


7წთ
3
აქტივობა 3

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს კოგნიტურ რუკას,სადაც ქიმიური საშვალებები დაყოფილია სამ ჯფუფად;
1.შედარებით უსაფრთხო,
2.ცეცხლსაშიში,
3.შხამიანი;
საუბრობს მათ თვისებებზე,როგორ გამოიყენონ ისინი ყოფაცხოვრებაში;
მუშაობს მთელი კლასი სახელმძღვანელოში მითითებულ სავარჯიშოებზე,
კითხვა-პასუხი
წერითი ს
კითხვა-პასუხი
წერითი სამუშაო
მთელი კლასი
სახელმძღვანელო,
ცარცი, დაფა,
15წთ
4
აქტივობა 4

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს უპასუხონ კითხვებს:
1.      რა პირობითი ნიშნები იცით?
2.      საგნების ყიდვისას ვაკვირდებით თუ არა ეტიკეტს?
3.      ვიცავთ თუ არა უსაფრთხოების წესებს?
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას გამაფრთხილებელ ნიშნებზე და მათ გამოყენებაზე.
მასწავლებელი მოსწავლეებს გადასცემს სლაიდებს, რომელშიც ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნებით. მის ბოლოს არის პასუხგასაცემი შეკითხვები.
კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
პროექტორი,
ნოუთბუქი,
PowerPoint მასალა:
7წთ
5
აქტივობა 5

შეჯამება:გაკვეთილი ჯამდება კითხვა- პასუხით;
კითხვა- პასუხი
მთელი კლასი

2წთ
6
აქტივობა 6

შეფასება მასწავლებელი მოსწავლეებს გადასცემს წინასწარ მომზადებულ ტესტს
დამოუკიდებელი
ინდივიდუალური
პროექტორი, ნოუთბუქი, learningapps.org ტესტი:
10წთ
7
აქტივობა 7

საშინაო დავალება ; მასწავლებელი მოსწავლეებს საშინაო დავალებად აძლევს შეასრულონ სავარჯიშო N 5.6.7.
მინი ლექცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
2წთ

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:  ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითებს და მსჯელობს მათი თვისებების შებახებ;

თარიღი: 29.10.2019




გაკვეთილის რეფლექსია


  თემა: საშიში ნივთიერებები.

            2019 წლის 29 ოქტომბერს   მე-6 კლასში ჩავატარე  გაკვეთილი   ინფორმაციული  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები. გაკვეთილი მიმდინერეობდა წისნაწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. გაკვეთილი გეგმის მიხედვით ჩავატარე  და არ დამჭირდა კორექტივების შეტანა.
            ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი განკუთვნილია მე-6  კლასის მოსწავლეებისათვის. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული რესურსების გამოყენების დროს, ვაჩვენე საშიში ნივთიერებების პრეზენტაცია, ასევე ვაჩვენე ვიდროები, სლაიდები, ტესტი გამოვიყენე შესაფასებლად. ეს რესურსი ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილი პროცესში, ხელს უწყობს ცოდნის განმტკიცებას.
            გარდა ამისა ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას,  როგორიც არის ინფორმაციის მოპოვება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და ზრდის მოტივაციას. ისტ-ის  გამოყენება და  მისი მეშვეობით შექმნილი რესურსები საშუალებას აძლებს მოსწავლეებს  აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილი პროცესში.
ბლოგის მისამართი: https://makrinekobaxidzisblogi.blogspot.com/


თარიღი: 1.11.2019                            



Комментариев нет:

Отправить комментарий