მე-4 სოციალური პროექტი


სოციალური პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,, არა   ძალადობას“
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მაკრინე კობახიძე.
პროექტში მონაწილენი:  VII-  VIII    კლასის მოსწავლეები

პროექტის აქტუალობა: სკოლაში მოსწავლეები ეტაპობრივად იღებენ დამრიგებლისგან ინფორმაციას, მათ უფლება-მოვალეობის შესახებ,მიუხედავად ამისა მოსწავლეებში შეიმჩნევა პრობლემები, მოსწავლეები უნებლიე არღვევენ ერთმანეთის უფლებამოვალეობებს, ხდება გაუცნობიერებელი უპატივცემულობა.  ბავშვები  ერთმანეთს  სიტყვიერ   შეურაცყოფას აყენებენ, დამცინავ   სიტყვებს   ხმარობენ, დაშინების   ფაქტებიც   დავაფიქსირე.მშობელი  მოვიდა საყვედურით,  პრობლემების   თავიდან  ასაცილებლად  გადავწყვიტე   ამ   პროექტის  გაკეთება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მოსწავლეები  მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ. მათ არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად


პროექტის ხანგრძლივობა :  3 კვირა, 25.03.2019წ-15.04.2019წ

პროექტის მიზნები: ინფორმირებული  საზოგადოების   ჩამოყალიბება. მოსწავლეთა  ინფომაციის  დამუშავება.  გამოკითხვისას   შედეგების  გათვალისწინებით   დასკვნების   გამოტანა. პრევენციული  ზომების და  რეკომენდაციების   შემუშავება  და  ფართო   საზოგადოებისათვის  აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება, როგორც   თანატოლებთან, ისე ფართო საზოგადოებისათვის, ასევე  მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა.

ზოგადი   განათლების   მიზანი;
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება;

პროექტის ამოცანები:
           სამუშაო გეგმის შემუშავება
           დავალებების გადანაწილება
           ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
           დისკუსია, ფილმის ჩვენება
           შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 
           კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
           პროექტის პრეზენტაცია
           

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,მასწავლებელი,დამრიგებელი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი,   ნოუთბუქი, ქაღალდი, ფოტოები,ფორმატი, სტიკერები,ფლომასტერები,    
ბიუჯეტი: სკოლის   წილი


ამოცანების განსახორციელებლად  საჭირო საქმინობები:
1.აქტივობა:  25.03.2019;ფილმის   ჩვენება ბულინგზე  .ჩვენების   შენდეგ   მოვაწყობ   დისკუსიას. ამით  დავაინტერესებ   მოსწავლეებს  თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ პროექტზე მუშაობას
შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებებს,დავალებებს გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
  2.აქტივობა: 28.03.2019.ოთხი   ჯგუფის   შექმნა,რომლებიც   მოიპოვებენ   ინფორმაციას   ბულინგის   შესახებ.
1)სკოლაში ან ქუჩაში რა  სახის ძალადობა ფიქსირდება?
2)ძირითადად   რა  სახის სიტყვიერ   შეურაცყოფას  ან დანცინავ   სახელებს   ხმარებას  ან   დაშინების   რა  ფორმებს მიმართავენ   მოზარდები?
3)მსხვერპლის   ან მოძალადის როლში   რა  ტიპის   ბავშვები   გვხვდებიან
4)რა ასაკის   ბავშვებში  მძვინვარებს   ფიზიკური   ბულინგი.
5)თქვენ   როგორ   გესახებატ  ამ  პრობლემის    მოგვარება  საზოგადოებაში,   რა   პრევენციულ    ზომების   გატარება  იქნება   მიზანშექონილად.
3.აქტივობა: 01.04.2019 გამოკითხვა   სკოლის მაშტაბით   რა  სახის ძალადობის   ფორმები   ფიქსირდება ?
4.აქტივობა:  04.04.2019 ქუჩის   გამოკითხვა.
ჩვენი   აზრით ეს   პრობლემა   ძალიან   აქტუალურია,გვაინტერესებს ,ამ   პრობლემებს  რამდენად  მასობრივი   ხასიათი   აქვს
5.აქტივობა: 09.04.2019შეგროვებული  ინფორმაციის დახარისხება,   განხილვა,  დასკვნის  გამოტანა. პრევენციული  ზომებისა და  რეკომენდაციების შემუშავება  და  აღნიშნული   ინფორმაციის  გაზიარება,როგორც   თანატოლებთან   ისე ფართო   საზოგადოებისათვის.
6.აქტივობა: 12.04.2019 მოსწავლეები გააკეთებენ კედლის გაზეთს, ბუკლეთებს და დაარიგებენ საზოგადოებაში.
7.აქტივობა:  პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, მშობლების, მასწავლებლების, თემის თანდასწრებით.

პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები: ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში, ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას.

პროექტის შედეგები:  ამაღლდება  ინფომაციულობის  დონე,   მოსწავლეებს  შეეძლებათ   თავი   დაიცვან    ძალადობისგან   და  თავადაც  არ   იქცნენ  მოძალადეებად  და   დაეხმარონ   თავიანთი   თანატოლებს   საკუთარი   უფლებების   დაცვაში.

                                                           შეფასება

პროექტის   შუალედური  და  საბოლოო   შეფასება.

მონიტორინგი/შუალედური
მონიტორინგი
ვის მიერ
როდის
რა  კრიტერიუმებით
პირველი   შუალედური
მონიტორინგი
მასწავლებელი
მოსწავლეები
26.03.2019
29.03.2019
პროექტის
მიმდინარეობის  
პროცესში
მოსწავლეებზე
დაკვირვების
ცხრილი
მეორე  შუალედური
მონიტორინგი
მასწავლებელი
03.04.2019
08.04.2019
10.04.2019
პროექტის 
მიმდინარეობის   მონიტორინგის
სქემა
საბოლოო   შეფასება
მოსწავლეები
15.04.2019
პრეზენტაცია
ანგარიში

პროექტის მიმდინაროების   მონიტორინგი
                                                    
პროექტის  მონიტორინგისათვის
საჭირო  საქმიანობები.
მონიტორინგის
ინდიკატორები
თარიღი
1.ვამოწმებთ  მოსწავლეების  მიერ მოძიებული ინფორმაციის
სანდოობას.
ვამოწმებთ  მოძიებული  ინფორმაციის,  გამოყენებული   ლიტერატურის,ინტერნეტსაიტების
და სხვადასხვა  წყაროების
სანდოობას.
25.03.2019
28.03.2019
2.ვამოწმებთ პროექტის 
მიმდინარეობის შესაბამისობას   თემასთან.
მათ  მიერ მოძიებულ   ინფორმაციას ,ვაკავშირებთ თემას
და ვუკეთებთ ანალიზს.
1.04.2019
4.04.2019
3.შედგა   თუ არა ჯგუფის   წევრებს   შორის თანამშრომლობა.
ვაკეთებთ ანონიმურ   გამოკითხვას
ჯგუფის წევრებს   შორის.
9.04.2019
4.ართმევენ  თუ  არადაკისრებულ მოვალეობას  თავს
ვაკვირდებით  მოსწავლეებს,
რამდენად ართმევენ   თავს   დაკისრებულ   მოვალეობებს.
12.04.2019
5.იცავენ  თუ  არა  დროის   ლიმიტს.
ვამოწმებთ   პროექტის  გეგმაში გაწერილ   დროის   ლიმიტს.

16.04.2019



პროექტის   განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე  დაკვირვების   ცხრილი.

დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა   თუ   არა   თანამშრომლობა.
დიახ

იყვნენ   თუ  არა მოსწავლეები  მოტივირებულები და რამ  განაპირობა
მათი   მოტივაცია.
დიახ
სხვადასხვა აქტივობებმა მოტივაცია გააღვივა
ჰქონდა  თუ  არა  მათ  შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და  საქმიანი   ხასიათი.
შეხვედრა ხდებოდა სისტემატიურად
იყვნენ   თუ  არა   ჯგუფში  პასიური  მოსწავლეები   და რა  იყო   პასიურობის    მიზეზი.   იმოქმედა   თუ  არა  პროექტის   განხორციელების   პროცესმა   მათ   მოსწრებაზე.
ჯგუფში მონაწილენი არ პასიურობდნენ პროექტი განხორციელდა წარმატებით



თარიღი:  25.03.2019წ




სოციალური პროექტის რეფლექსია

            სოციალური პროექტის ფარგლებში მე-7-8  კლასებში გნვახორციელე პროექტი ,,არა ძალადობას“, პროექტი დავგეგმე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება დავიწყე 25.03.2019წ. დან და დავასრულეთ 16.04.2019წ.  
            პროექტზე მუშაობისას  მოსწავლეებმა დასახული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში გააანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა, აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტმა მათში გააღრმავა კვლევითი უნარ – ჩვევები. ისტ – ის გამოყენებამ მათ ხელი შეუწყო, რომ შეექმნათ ელექტრონული რესურსები და ეფექტურად მიეწოდებინათ დაინტერესებული საზოგადოებისათვის თავიანთი ნამუშევარი. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ ყოფა – ცხოვრებაში.
       პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს სოციალურ პროექტებში.ვგქონდა მცირე ხელისშემშლელი ფაქტორებიც, მოსწავლეები ზოგჯერ არ ერთობოდნენ პროექტის მსვლელობაში ,ასევე გაუმართავი იყო ტექნიკური რესურსი. ამ ხარვეზებს დიდი გავლენა არ მოუხდენია პროექტზე.აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები, გაირღმავეს ცოდნა.
   ვფიქრობ,პროექტის მიზნები არის ნათელი,კონკრეტული და მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან  გამომდინარე მიღწევადი,ის შეესაბამება ზგემ-ის დასახულ მიზნებს, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას და  პატრიოტული ღირებულებების მქონე მოქალაქედ  ჩამოყალიბებას.ამასთან, პროექტის აქტივობები ხელს შუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის, XXI საუკუნის სხვა უნარების განვითარებასსამოქალაქო კომპეტენციების შემუშავებასა და სასკოლო საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრება.
   აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა გაიღრმავეს ცოდნაშექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები.
ბლოგის მისამართი: https://makrinekobaxidzisblogi.blogspot.com/
თარიღი: 19.04.2019











Комментариев нет:

Отправить комментарий