სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება : ,,ჩემი ქალაქის ღირშესანიშნაობა“
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებთან ურთიერთობაში გამოიკვეთა, რომ მათ
სურვილი ჰქონდათ წასულიყვნენ კონსტანტინე გამსახურდიას სახლმუზეომში, მოსწავლეებს
შევთავაზე პროექტი სადაც ისინი გაეცნობოდნენ პატარა ქალაქის აბაშის ისტორიას, ამისათვის მოვიწვიე მშობლები
გავაცანი პროექტის გეგმები, ისინიც დაინტერესთენ პროექტის თემით.შევიმუშავეთ
პროექტის მიზნები და ამოცანები;
პროექტში მონაწილენი: მე-3-4კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა, 20.05.2019წ დან-05.06.2019წ-მდე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეთა და
მშობლის ჩართულობა რაიონის ისტორიის
გაცნობა, ღირშესანიშნაობების დათვალიერება , მიღებული ინფორმაციის სწორად გაგება
გაანალიზება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
. ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
. იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
. იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
პროექტის ამოცანები:
·
სამუშაო გეგმის შემუშავება
·
დავალებების გადანაწილე
. შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის
მზადება
.კედლის გაზეთის შექმნა
.ქალაქის დათვალიერება
·
პროექტის პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები:
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ მასალის
მოძიების, დახარისხების და ანალიზის უნარი.
·
მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებელი
ამ პროექტზე მუშაობის პროცესში უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს.
·
საფუძველი ჩაეყრება მოსწავლეთა თანამშრომლობას,
მათგან გუნდის შექმნას.
·
მოსწავლეები პროდუქტიულად ითანამშრომლებენ
ერთმანეთთან.
·
საერთო საქმის კეთებით შეძლებენ ერთიანობისა
და ეთიკური ქცევის დემონსტრირებას.
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, ბიბლიოთეკარი, მშობლები და მასწავლებელი.
მატერიალური რესურსი: - პროექტორი,
ნოუთბუქი, ფოტოები, ვიდეო რესურსი, საკანცელარიო საშუალებები.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
პირველი შეხვედრა: 20.05.2019
აქტივობა 1: მინი ლექცია და დისკუსია, რამდენად ვიცნობ ჩემს რაიონს, არსებულ კულტურულ
ძეგლებს, ამით ხდება დაინტერესება მოსწავლეების, მათ შევთავაზებ პროექტზე მუშაობას
და შევიმუშავებ სამუშაო გეგმას. დავალებებს გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული
ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
აქტივობა 2: მოსწავლეები და მშობლები
შეარჩევენ ტრანსპორტს და გაარკვევენ, თუ
რომელი ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილება
მეორე შეხვედრა: 24.05.2019
აქტივობა 3: ჯგუფმა მოიძიოს
რაიონის შესახებ ინფორმაცია, მის
დაარსებაზე და ისტორიაზე
აქტივობა 4: მოსწავლეები
ჩაატარებენ გამოკითხვას - ,,რა იცით აბაშის ღირშესანიშნაობის შესახებ“.
მესამე შეხვედრა: 30.05.2019
აქტივობა 5: შემდეგ ეტაზე მოხდება
მოძიებული ინფორმაციის დამუშავება
შეიქმნება პროექტის ამსახველი ბუკლეტი და კედლის გაზეთი, რომელიც
გაიკვრება თვალაჩინო ადგილას;
მეოთხე შეხვედრა:01.06.2019
აქტივობა 6: მოსწავლეები,მშობლები
და მასწავლებლები გადიან ქალაქის დასათვალიერებლად.
მეხუთე შეხვედრა: 05.06.2019
აქტივობა 7: პროექტის
დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაციას ესწრება მოსწავლეები, მშობლები და
მასწავლებლები სკოლის ადმინისტრაცია.
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები: შესასრულებელია შეიცვალოს დავალებების ვადები, ყველა მოსწავლე ვერ
ჩაერთოს მუშაობაში,იყოს გაუმართავი ტექნიკური რესურსი.
პროექტის შედეგები:
·
მოსწავლეებს განუვითარდათ მასალის
მოძიების, დახარისხების და ანალიზის უნარი.
·
მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებელი
ამ პროექტზე მუშაობის პროცესში უფრო დაუახლოვდნენ
ერთმანეთს.
·
საფუძველი ჩაეყარა მოსწავლეთა თანამშრომლობას,
მათგან გუნდის შექმნას.
·
მოსწავლეებმა პროდუქტიულად ითანამშრომლეს
ერთმანეთთან.
·
საერთო საქმის კეთებით შეძლეს ერთიანობისა
და ეთიკური ქცევის დემონსტრირება.
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
საპროექტო
საქმიანობები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
ვადები თვეების
მიხედვით
|
• სამუშაო გეგმის
შემუშავება • დავალებების გადანაწილება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
20.05.2019
|
ინფორმაციის
მოძიება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
24.05.2019
|
დისკუსია ჯგუფში
|
მასწავლებელი, მშობელები
მოსწავლეები
|
30.05.2019
|
ექსკურსია ძველ აბაშაში
|
მოსწავლე
მშობლები
მასწავლებელი
|
01.06.2019
|
პროექტის პრეზენტაცია
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
05.06.2019
|
შეფასება
პროექტის შუალედური და საბოლოო
შეფასება:
მონიტორინგი/
შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
23.05.2019
|
პროექტზე მიმდინარეობის
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
მეორე შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
31.05.2019
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
|
საბოლოო შეფასება
|
მოსწავლეები
|
04.06.2019
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის
საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის
ინდიკატორები
|
თარიღი
|
1. ვამოწმებთ მოსწავლეების
მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
|
ვამოწმებთ
მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა
წყაროების სანდოობას
|
20.05.2019
|
2. ვამოწმებთ პროექტის
მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ
ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
24.05.2010
|
3. შედგა თუ არა ჯგუფის
წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ ანონიმურ
გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
30.05.2019
|
4. ართმევენ თუ არა დაკისრებულ
მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით
მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
01.06..2019
|
5. იცავენ თუ არა დროის
ლიმიტს
|
ვამოწმებთ
პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
05.06.2019
|
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა
თანმშრომლობა
|
დიახ
|
იყვნენ თუ
არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
დიახ
|
ჰქონდა თუ
არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
დიახ
|
იყვნენ თუ
არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა
პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
არა
დიახ
|
თარიღი: 20.05.2019წ
სოციალური პროექტის რეფლექსია
სოციალური პროექტის
ფარგლებში მე III-IV კლასებში გნვახორციელე პროექტი ,,ჩემი
ქალაქის ღირსშესანიშნაობა“, რომელიც დავგეგმე
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და
დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე.
აღნიშნული პროექტის
განხორციელება იყო 20.05.2019წ.
- 05.06.2019წ.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა დასახული პრობლემის გადაჭრის
გზების ძიების პროცესში გააანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი
ცოდნა, აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტმა
მათში გააღრმავა კვლევითი უნარ – ჩვევები. მოსწავლეებმა ეფექტურად მიეწოდეს
დაინტერესებული საზოგადოების თავიანთი ნამუშევარი.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური
მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის
კულტურის გაუმჯობესებაში. ისინი დიდი ინტერესით იძიებდნენ თავის ქალაქის
ღირსშესანიშნაობებს, იღებდნენ სურათებს, ბიბლიოთეკაში იძიებდნენ ინფორმაციებს,
რამაც მათ ხელი შეუწყო ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში,
ურთიერთანამშრომლობაში და გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს
სოციალურ პროექტებში.
გვქონდა მცირე ხელისშემშლელი
ფაქტორებიც, მოსწავლეები ზოგჯერ არ ერთობოდნენ პროექტის მსვლელობაში, ასევე
გაუმართავი იყო ტექნიკური რესურსი და იყო დაგვიანების შემთხვევებიც. ამ ხარვეზებს
დიდი გავლენა არ მოუხდენია პროექტზე.
აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები
აზროვნება, მსჯელობა,
თანამშრომლობა, შემოქმედებითობა გაიღრმავეს ცოდნა, შექმნეს ჩანახატები და ჩანაწერები დღიურების სახით.
თარიღი:
10.06.2019წ
Комментариев нет:
Отправить комментарий