ბუნებისმეტყველების წრე 1



სემესტრის განმავლობაში წრის მუშაობის წარმართვა



წრის სახელწოდება:  ,,ბუნების საოცრებები". 
 
წრის  ხელმძღვანელი: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მაკრინე კობახიძე.
თემა: ,, მინერალური წყლები და ზღვის კურორტები.’’

პროფილი:   ,,მე-4“ ,,მე-5“ ,,მე-6’’კლასი.

მიზანი: მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება, სასწავლო ცოდნის გაღრმავება და სრულყოფა.

მოსალოდნელი შედეგები:  წინგზე მუშაობის, პრეზენტაციებიის წარმოჩენის, ურთიერთმოსმენის, ურთიერთპატივისცემის უნარების ჩამოყალიბება.             

რესურსები:  წიგნები, თაბახის ფურცლები, ნოუთბუქი, ფლომასტერი, რუკები, ფოტომასალა, მაგნიტური დაფა, მარკერი.

საწრეო მუშაობის ხანგძლივობა:  45 წუთი,  კვირაში ერთი დღე.

წრის სამუშაო ხანგრძლივობა:
მუშაობა წარიმართება ამა წლის შემდეგ დღეებში
 27-სექტემბერი.
 4-ოქტომბერი.
 11-ოქტომბერი.
18-ოქტომბერი.
 25-ოქტომბერი
 1-ნოემბერი.
8-ნოემბერი.
15-ნოემბერი.
22-ნოემბერი.
25-ნოემბერი.

შეხვედრების თემა:

1. წრის შექმნა და გეგმა.
2.გურია,  ჩოხატაურის მდებარეობა, კუთხის სიმდიდრე ,,ბახმარო’’.
3.ეკოლოგიური მდგომარეობა.
4.ოზურგეთის მდებარეობა, ურეკი-ზღვა, სამკურნალო გამაჯანსაღებელი თვისებებით.
5. ზღვის კურორტები, მათი მდებარეობა და ნიშან-თვისებები.
6. ეკოლოგიური მდგომარეობა.
7. მინერალური წყლები: ,,ნაბეღლავი,’’  ,,ლიკანი.’’ მათი ისტორია.
8. წარმოებისა და ტექნოლოგიების ხაზი.
9. რუკების აგება.
10.მოძიებული იმფორმაციის პრეზენტაცია.
1. შეხვედრა: 2019 წლის 27 -სექტემბერს  შეიკრიბნენ  ბუნებისმეტყველების წრის წევრები, გავეცანით საწრეო მუშაობის გეგმებსა და მიზნებს,გეგმის პროექტი მოწონებული იქნა წრის წევრების მიერ.

2.შეხვედრა: 2019 წლის 4-ოქტომბერს ჩატარდა ბუნებისმეტყველების წრე. წრის წევრები გაეცნენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს,, გურიას’ მოძებნენ რუკაზე,ისაუბრეს ამ კუთხის მდებარეობაზე, ჰავაზე,  ასევე რუკაზე მონიშნენ,, ჩოხატაური’’, გაიმართა საუბარი მისი სიმდიდრის ,,ბახმაროს’’ შესახებ, თუ რა სასარგებლო თვისებები ახასიათებს ამ კუთხეს და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯამრთელობისათვის.
3.შეხვედრა:  2019წლის 11 ოქტომბერს შეიკრიბა ბუნებისმეთყველების წრის წევრები,გაეცნენ  საქართველოს ერთ-ერთი კუთხის გურიის ეკოლოგიურ მდგომარეობას. წრის წევრებმა ინფორმაცია მოიძიეს ინტერნეტის დახმარებით,გაეცნენ ცოცხალ ორგანიზმებს, მცენარეებს, ცხოველებს ,მათ საცხოვრებელ გარემოს,ჰავას, ადამიანის საქმიანობას.
4.შეხვედრა: 18.10.2019 წელს შედგა ბუნების წრის მუშაობა თემაზე,,ოზურგეთის მდებარეობა, ურეკი-ზღვა სამკურნალო გამაჯანსაღებელი თვისებებით“. მოსწავლეები გაეცნენ ოზურგეთის ისტორიას,ყურადღება გამახვილდა ურეკის ზღვის სამკურნალო გამაჯანსაღებელ თვისებებზე,მის მნიშვნელობაზე. ისაუბრეს მაგნიტის პლაჟის შესახებ, რომელიც შედგება წვრილმარცვლოვანი სილისაგან, რომელშიც რკინის მაგნიტური  მადანია;
გაიგეს დაავადება რაქიტის შესახებ და მისი მკურნალობა ურეკის წვრილმარცვლოვანი სილით;
5.შეხვედრა:  მოხდა ამა წლის25 ოქტომბერს, საუბარი შეეხო ოზურგეთის ეკოლოგიურ მდგომარეობას,მოსწავლეებმა ისაუბრეს ოზურგეთის ეკოლოგიაზე, ფლორასა და ფაუნაზე, ბუნებრივ პირობებზე,დახატეს მათთვის საინტერესო სურათები;
6.შეხვედრა:  2019 წლის 1 ნოემბერს ჩავატარე ბუნებისმეტყველების წრე თემაზე,, ზღვის კურორტები“ მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტის დახმარებით, საქართველოს ზღვის კურორტებზე, გააკეთეს საქართველოს რუკა სადაც მონიშნეს ზღვის კურორტები;
7.შეხვედრა: 2019 წლის 8 ნოემბერს შეიკრიბა ბუნების წრის წევრები, განსახილველი თემა იყო ,,მინერალური წყლები“ კერძოდ ,,ნაბეღლავი“ და ,,ლიკანი“. მოვიძიეს ინფორმაცია მინერალური წყლების შესახებ , ვისაუბრეთ მათ სასარგებლო თვისებებზე, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის .მოსწავლეებმა დახატეს სურათები , შესწავლილ თემასთან დაკავშირებით;
8.შეხვედრა:  2019 წლის 15 ნოემბერს შეიკრიბნენ ბუნების წრის წევრები, ვისაუბრეთ თემაზე ,,წარმოებისა და ტექნოლოგიების ხაზი“.  მინერალურ წყლებზე, მათ წარმოებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე. მინერალური წყლები არა მარტო საქართველოშია აქტუალური, არამედ მის საზღვრებს გარეთ.მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მინერალური წყლების წარმოაბაზე, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია ,იმის შესახებ ,რომ ჩვენი ქვეყნის მინერალური წყლები  სხვა ქვეყნებშიც სამკურნალო მნიშვნელობით გამოიყენება;
9.შეხვედრა: 2019 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა ბუნების წრე, განიხილა თემა,,რუკების აგება“წრის მსვლელობის დროს ,ამ ლამაზი კუთხის რამდენიმე რუკა იყო აგებული მოსწავლეების მიერ,მათ მოიძიეს ინფორმაცია ,ააგეს რუკები, დაგეგმეს წრის  ბოლო შეხვედრის პრეზენტაცია;
10.შეხვედრა: 2019 წლის 25 ნოემბერს  ჩატარდა ბუნების წრის შეხვედრა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია შესწავლილი ინფორმაციის გამოყენებით. რომელსაც მოსწავლეები, ესწრებოდა მშობლები, მასწავლებლები.



თარიღი:  27.09.2019წ



საწრეო მუშაობის რეფლექსია


            2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში შეიქმნა ბუნებისმეტყველების წრე სახელწოდებით,,ბუნების საოცრებები“,რომელშიც გაერთიანებული იყო მე-4, მე-5, მე-6-ე, კლასის მოსწავლეები, წრე ტარდებოდა კვირაში ერთხელ,წრის მუშაობაში გასათვალისწინებელი საკითხები წინასწარ იყო შეთანხმებული მოსწავლეებთან და მშობლებთან, ეს საკითხები ეხმარებოდა მოსწავლეებს, როგორც სააზროვნო ასევე მოტივაციის ამაღლებაში,ცოდნის განმტკიცებაში.
          წრის მუშაობის მიზეზი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხის ,,გურიას“,თავისი ბუნების საოცრებებით. მოსწავლეები ხალისით ჩაერთენ წრის მსვლელობაში,იძიებდნენ ინფორმაციას, გამოთქვამდენ თავის აზრს, ახდენდენ შესწავლილი თემების სურათებით წარმოდგენას, დიდ ინტერესს იწვევდა მოძიებული ინფორმაციის განხილვა. მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ,ითვალიწინებდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს, მსჯელობდნენ და გამოჰქონდათ დასკვნები, ინტერნეტის დახმარებით ქმნიდნენ საკუთარ რესურსებს.  საწრეო მუშაობაში გვქონდა ხარვეზები, ავადმყოფობის გამო უცდებოდათ რიგ მოსწავლეებს, მიუხედავად ამისა,წრის მუშაობამ დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე, ამაღლდა მათი როგორც ცოდნის, ისე ურთიერთთანამშრომლობის ინტელექტი, რაც დადებითად აისახა საგნის სწავლაზე.


თარიღი: 28.11.2019
















Комментариев нет:

Отправить комментарий