1-ლი სოციალური პროექტი


სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება:  ,,გავუფრთხილდეთ ერთმნეთს
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მაკრინე კობახიძე;
პროექტის  აქტუალობა: სკოლაში ხშირად ვაწყდები ასეთ სიტუაციას, ბავშვები ერთმანეთს ჩაგრავენ, აბეზღებენ, დასცინიან. ჩაგვრა, დაცინვა და დაბეზღება დაწყებით კლასში მეტად პრობლემური  საკითხია და ამის გამოსწორება და გათავისება თავიდანვე უნდა მოხდეს პატარა ასაკიდან, რათა ნელ-ნელა და ეტაპობრივად ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ადამიანებად, ჰქონდეთ სხვისი გრძნობების თანაგანცდის უნარი.
პროექტში მონაწილენი: მე-3 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეს ემპათიის უნარი და სანამ ატკენენ ერტმანეთს გულს, დაფიქრდნენ თავიანთ საქციელსა და სიტყვაზე;
.შეძლონ სხვისი გრძნობების გაზიარება, იგრძნონ და გაითავისონ რას იგრძნობენ იგივე სიტუაციაში;                                                                                                                                            .მოსწავლეები გაიაზრებენ სხვადასხვა აქტივობებით და მიხვდებიან, რომ ყველა წყენა თავის კვალს ტოვებს ადამიანის გულში;
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:                                                      .იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე                                                                                               .კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან                                                                                                 .ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება                                  .დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება
პროექტის ამოცანები:

·         სამუშაო გეგმის შემუშავება
·         დავალებების გადანაწილება
·         დღიურის შექმნა
·         დისკუსია, ფილმის ჩვენება
·         შეძენილი ინფორმაციის დახარისხება 
·         კედლის გაზეთის  შექმნა
·         პროექტის პრეზენტაცია

       
  
მოსალოდნელი შედეგები:
·        ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება;                                                                                ისწავლონ ერთმანეთან მეგობრული დამოკიდებულება;

 
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები;
მატერიალური რესურსი: - პროექტორი, ნოუთბუქი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან, ფორმატი,ფლომასტერი, სტიკერები, ფერადი სმაილები;
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
პირველი შეხვედრა: 25. 09.2019                                                                                                        აქტივობა 1:  მოსწავლეებს დავურიგებ სმაილებს, რომელიც იქნება- სიცილის, დაცინვის, წყენის გამომსახველები. მოსწავლეებს დავსვავ წრეზე და ვუკითხავ სიტუაციებს, მოსწავლეებმა უნდა აწიონ სმაილები, რომელიც გამოხატავს ამ სიტუაციაში გრძნობას.
.ბავშვი წაიქცა და მუხლი დაიზიანა;
.მას დაბადების დღე აქვს;                                                                                                                                                .ბავშვს ნაყინი ჩამოუვარდა კონუსიდან;                                                                                                                          .სურს რომ უფროსებმა ახალი სათამაშო უყიდონ;                                                                                                       .ყური სტკივა და სიცხე აქვს;                                                                                                                                      .მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;                                                                                                                              .ბავშვს ბიძამ საჩუქარი აჩუქა;                                                                                                                                  .სკოლაში ბებიას ელოდება, რომელიც იგვიანებს;                                                                                                         ამ აქტივობით მოსწავლეებს დავანახებ რომ სხვადასხვა სიტუაციას სხვადასხვა გრძნობით გამოხატავენ.                                                                                                                                                                      აქტივობა 2:  ვესაუბრები სიკეთის მნიშვნელობაზე, შევთავაზებ პროექტზე მუშაობას, შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და მივცემ დავალებას-დავურიგებ თაბახის ფურცლებს, სადაც იქნება დახაზული მონაცემების ცხრილი, მოსწავლეებს მივცემ ცხრილის შევსების  ინსტრუქციას ,ცხრილში ჩამოწერილია კვირის დღეები, ჩაწერონ თითეული დღის მიხედვით, რამდენი სიკეთე გააკეთა, ან რა აწყენინა ვინმეს.

შეხვედრა მეორე:  30.09.2019

აქტივობა 3: დისკუსია- ფილმის ჩვენება; ვუჩვენებ მოსწავლეებს ფილმს, სადაც მოცემულია ფაქტები დაცინვაზე და ჩაგვრაზე. ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას, გამოიტანენ დასკვნებს, გააკეთებენ პრეზენტაციას.

შეხვედრა მესამე: 3.10.2019

აქტივობა 4: მოსწავლეებს ვურიგებ სტიკერებს, ვსთხოვ გამოკითხვის ჩატარებას ოჯახის წევრებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან-შეკითხვაზე ,,რატომ უნდა აკეთო სიკეთე?“          
                 
 შეხვედრა მეოთხე: 7.10. 2019

აქტივობა5:  მეოთხე შეხვედრაზე მოხდება დღიურების განხილვა, რამდენი სიკეთე გააკეთე მთელი კვირის მანძილზე, ყველაზე მეტად რომელი სიკეთის კეთებისას იგრძენი თავი ბედნიერად, კმაყოფილი ხარ თუ არა საკუთარი თავის, ვის რა აწყენინე და ნანობ თუ არა.                                                                                                                                                                                       აქტივობა 6: მოსწავლეებს ეძლევა დავალება კედლის გაზეთის გასაკეთებლად.
 შეხვედრა მეხუთე: 9.10. 2019                                                                                                                                               აქტივობა7:  პროექტის პრეზენტაცია:
მოსწავლეები წარადგენენ წითელი  ფორმატის გამოჭრილ ორ   გულს, ეს არის ადამიანის გული, ერთერთს დაკუჭავენ, შემდეგ გაშლიან გაასწორებენ, და შეადარებენ დაუკუჭვ გულს. გამოაქვთ დასკვნა- ეს არის ადამიანის გული და მისი პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლებელია.
 პროექტის პრეზენტაციას ესწრება მშობლები,მასწავლებელი, მოსწავლეები.




ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების  ეტაპზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები, ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერესით  ვერ ჩაერთოს მუშობაში, ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას. მოწვეული სტუმრების გამოუცხადებლობა დათქმულ დროს, გადატვირთული განრიგის გამო;
პროექტის შედეგები: ეს პროექტი შედეგიანია რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც, რადგან ჩაგვრა, დაცინვა, დაბეზღება დაწყებით კლასებში მეტად პრობლემური საკითხია, ამის გამოსწორება და გათავისება  თავიდანვე უნდა მოხდეს, რათა ეტაპობრივად ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ადამიანებად, ჰქონდეთ სხვისი გრძნობების თანაგანცდის უნარი.
ბიუჯეტი: სკოლის წილი

მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
27.09.2019
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
2.10.2019
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
11.10.2019
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.      ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
25.09.2019
2.      ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
30.09.2019
3.      შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
3.10.2019
4.      ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
7.10.2019
5.      იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
9.10.2019

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა
დიახ
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
სხვადასხვა აქტივობებმა მოსწავლეებში მოტივაცია გააღვივა და იყვნენ მოტივირებულნი
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
შეხვედრა ხდებოდა სისტემატურად დაჰქონდათ საქმიანი ხასიათი
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
ჯგუფში მოსწავლეები არ პასიურობდნენ პროექტი განხორციელდა წარმატებით


თარიღი: 25/09/2019






                                                                       რეფლექსია

            2019 წლის 25.IX-დან 9.X-ის ჩათვლით განვახორციელე  სოციალური პროეტი თემაზე-,,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მე-3 კლასის მოსწავლეებმა. ჩემი, როგორც მასწავლებლის ვალია მოსწავლეებს განუვითარდეს ემპათიის უნარი და სანამ ატკენენ ერთმანეთს გულს დაფიქრდნენ თავიანთ საქციელზე და სიტყვაზე. ასევე პროექტი ითვალისწინებს  ისეთი უნარების გნვითარებას, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, ურთიეთთანამშრომლობა, ურთიეთპატივისცემა და შემოქმედებითობა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ პროექტის თემა სხვადასხვა აქტივოვების დახმარებით და მიხვედრილიყვნენ, რომ ყველა წყენა თავის კვალს ტოვებს ადამიანის გულში.პროექტი როგორც მზადების პერიოდში, ასევე შემდგომ წარიმართა საინტერესოდ, მრავალფეროვანი აქტივობები ცვლიდა ერთმანეთს, მოსწავლეები არ იღლებოდნენ და ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს კარგად. სოციალური პროექტი ეხმარება მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში, თვითშეფასებაში, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარებაში.
გვქონდა მცირე ხელისშემშლელი ფაქტორებიც, მოსწავლეები ზოგჯერ არ ერთვებოდა პროექტის მსვლელობაში, ასევე გაუმართავი იყო ტექნიკური რესურსი. ამ ხარვეზებს დიდი გავლენა არ მოუხდენის პროექტზე.

თარიღი: 14.10.2019











Комментариев нет:

Отправить комментарий