გაკვეთილის გეგმა
საგანი:ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი:მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა:2 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ
არის.
თემა:ფიზიკური და ქიმიური მოვლენები
მიზანი:მოსწავლემ შეძლოს უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს
ცდები ნივთიერებათა თვისებების ცვლილებების შესასწავლად. გაანალიზოს შედეგები და განასხვაოს
ნივთიერებათა ფიზიკური და ქიმიური თვისებები. შედეგი თვალსაჩინოა: მოსწავლე უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებს ცდებს
ნივთიერებათა თვისებების ცვლილებების( მაგ. აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, წვა, ფორმის,ფერის
და სუნოს შეცვლა) შესასწავლად ან ასახელებს მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან,შედეგების
ანალიზის საფუძველზე განასხვავებს ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები, მიზნებისა და შეფასების რუბლიკების გაცნობა, გაკვეთილის თემის გაცნობა
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბლიკა ტექსტის სახით
|
3წთ
|
2
|
აქტივობა:2. პროვოცირება
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
აჩვენებს პლაკატების გამოყენებით ილუსტრირებულ ტექსტს,რომელზედაც ნაჩვენებია: გაზის
ანთება, პლასტილინის ფორმის ცვლილება, ჩაიდანში წყლის ადუღება და აორთქლება, ყინულის
დნობა, რძის ამჟავება. მოსწავლეებს უსვამს კითხვებს რით განსხვავდება ეს მოვლენები
ერთმანეთისგან? ხომ არ იცით რომელია ფიზიკური მოვლენა? ქიმიური მოვლენა? ზოგიერთი მოვლენის შესასწავლად საჭიროა ცდების ჩატარება და ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებზე
დაკვირვება.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ილუსტრირებული პლაკატები
|
10წთ
|
3
|
აქტივობი 3.სიღრმისეული წვდომა: მიზანი:ფიზიკურიმოვლენების
გაცნობა ცდების ჩატარებით და დაკვირვებით.
აღწერა:მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ რა არის მოვლენა?
უჩვენებს პლაკატებს, რომელზედაც ნაჩვენებია სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც
ბუნებაში ხდება, ზოგი კი ჩვენი საქმიანობის
შედეგად.სთხოვს დაასახელონ თითეული მოვლენის სახელი, გამოთქვან ვარაუდები, დასკვნები.მასწავლებელი
მოსწავლეებს გადასცემს ცხრილებს, სადაც ცდა,
დაკვირვება, დასკვნაა, მოცემული.
ცდა.1.აიღეთ პარაფინი და გაათბეთ სპირთქურის ალზე, დააკვირდი პროცესს,შეავსეთ
ცხრილი,გააკეთეთ დასკვნა,სხეულმა შეიცვალა აგრეგატული მდგომარეობა- ფორმა,მაგრამ
ნივთიერება უცვლელი რჩება, ეს ფიზიკური მოვლენაა. ცდა.2.
მინის სინჯარას დაახურეთ მილგაყრილი საცობი, ჩადეთ წყლიან ჭურჭელში მისი ბოლო, ხელით
გაათბეთ სინჯარა. რას ამჩნევთ? დასკვნა შეიტანეთ ცხრილში, გათბობის შედეგად ჰაერის
ნაწილი სინჯარიდან წყლიან ჭურჭელში გამოვა ბუშტუკების სახით. თუ მინის სინჯარას გავაცივებთ,
დააკვირდი პროცესს, გამოიტანე დასკვნა, სინჯარის გაციების შედეგად ჰაერის მოცულობა
შემცირდა და სინჯარაში წყალი შევიდა ე.ი. გათბობისა და გაციების შედეგად ჰაერის მოცულობის
ცვლილება ფიზიკური მოვლენაა.
|
პრაქტიკული მუშაობა სწავლა კეთებით და გამოცდილების მიღებით
|
მთელი კლასი
|
მინის სინჯარა, სპირთქურა,პარაქინი, მილგაყრილი საცობი.
|
10წთ
|
4
|
აქტივობი:4. მსვლელობა;
მიზანი:ქიმიური თვისებების გაზნობა ცდების ჩატარებით და დაკვირვებით.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
გადასცემს ცხრილებს,სადაც მოცემულია ცდა,
დაკვირვება, დასკვნა. ცდა.1. ავიღოთ
კოვზით შაქარი და გავახუროთ, შაქარი შეიცვლის ფერს,სუნს, გარდაიქმნება კარამელად,
ბოლოს ნახშირდება.რა მოუვიდა მას? დაუკვირდით, შეიტანეთ ცხრილში დასკვნა. ქიმიური მოვლენის დროს შაქარი
სხვა ნივთიერებად გარდაიქმნა. ცდა.2,წყლიან
ჭიქაში ჩაყარე სახამებელი, მოურიე, დაამატე ცოტაოდენი იოდი, დააკვირდი პროცესს, სახამებელმა
ფერი შეიცვალა, შეიტანე ცხრილში დასკვნა,მოხდა
ქიმიური რეაქცია სახამებელი გადაიქცა სხვა ნივთიერებად. ცდა.3. ჭიქაში ჩაყარე სოდა და დაამატე ცოტაოდენი
ძმარი,დაუკვირდი, შეიტანე დასკვნა ცხრილში ,წარმოიქმნა აირის ბუსტუკები. ცდა.4. აიღე კვარი და გაათბე სპირთქურის ალზე,
დააკვირდი,ცხრილში შეიტანე დასკვნა, კვარი გაშავდა, დანახშირდა, გამოყო სითბო.
|
პრაქტიკული მუშაობა სწავლა
კეთებით და გამოცდილების მიღებით
|
მთელი კლასი
|
შაქარი,კოვზი, სპირტქურა, წყალი,ჭიქა სახამებელი,იოდი, სოდა, ძმარი,
კვარი.
|
10წთ
|
5.
|
რეფლექსია
აქტივობა:5. შეჯამება- 3. 2.
1. მიზანი:გაკვეთილსე
მიღებული ცოდნის შეჯამება აღწერა:მასწავლებელი ურიგებს ბარათებს მოსწავლეები ავსებენ,
3. რამ რაც ვიცი. 2. რამ რაც გავიგე. 1.
რამ რაც მაინტერესებს.
|
3. 2. 1.
|
ინდივიდუალური
|
3. 2. 1. -ის ბარათები
|
5წთ
|
6.
|
აქტივობა:6. შეფასება.
მიზანი:მირებული ცოდნის შეფასება აღწერა: მასწავლებელი
მოსწავლეებსმისცემს საშინაო დავალებას და
დაურიგებს წინასწარ მომზადებულ ტესტს, თხოვს მათ ჩამოთვლილთაგან ამოიცნონ,
რომელია ფიზიკური და რომელია ქიმიური მოვლენა. შეასრულონ ტესტი, თითეული სწორი პასუხი ფასთება 1 ქულით.
1.ტბაში წყალი
გაიყინა. 2.რკინის ლურსმანი დაჟანგდა.
3.ოქროს მავთულისგან სამკაული დაამზადეს. 4.ავტომობილის
დაქოქვისას ბენზინი იწვის. 5.ზამთარში გაკეთებული თოვლის ბაბუის ფიგურა
გაზაფხულზე გალღვა.
6.წვიმის შემდეგ დარჩენილი გუბიდან წყალი აორთქლდა.
7.ცომის მოსამზადებლად სოდას ძმარი დაასხეს. 8.ჩაიდანში წყალი ადუღდა.
9.ტყვიის ნაჭერი აზოტის მჟავაში ჩააგდეს და ის ,,გაქრა“ თან ამ დროს აირი
გამოიყო.
10.მაცივრიდან გამოღებული ყინული
კუბი დავარდა და რამდენიმე პატარა ყინულის ნატეხად დაიშალა.
|
დამოუკიდებელი მუშაობა
|
ინდივიდუალური
|
ტესტი
|
7წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ბუნ.6.5.მოსწავლემ
უნდა შეძლოს ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა
.აკვირდება და ადარებს ნივთიერებებს თვისებების მიხედვით,(მაგ.
სუნი,ბზინვარება, წვის უნარი, აგრეგატული მდგომარეობა) შედეგებს წარმოადგენს ცხრილის
სახით. აანალიზებს და გამოყოფს თვისებებს, რომლებიც ამ ნივთიერებების გამოყენებას განაპირობებს. .განასხვავებს
ნივთიერებათა თვისებების ცვლილებებს(მაგ.ფორმის, ფერისა და აგრეგატული მდგომარეობის
შეცვლა)და მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე.მაგ.გაცხელება, შერევა, დაწვა,
მექანიკური ზემოქმედება. .უსაფრთხოების
წესების დაცვით ატარებს ცდებს ნივთიერებათა თვისებების ცვლილებების (მაგ.აგრეგატული
მდგომარეობის შეცვლა, წვა, ფორმის, ფერისა და სუნის შეცვლა.)შესასწავლად ან ასახელებს
მაგალითებს ყოველდღიურ ცხოვრებიდან, შედეგების ანალიზის საფუძველზე განასხვავებს ფიზიკურ
და ქიმიურ მოვლენებს.
შეფასება
განმსაზღვრელი ტესტი
განმავითრებელი რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან
დაბალი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
აქტიური
მონაწილეობა
|
არ
არის ჩართული
|
პერიოდულად
ერთვება მაგრამ არანაყოფიერად
|
აქტიურია
მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
|
აქტიურია
კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
|
აზრების
დამოუკიდებლად გამოთქმა
|
ვერ
გამოთქვავს საკუთარ აზრს
|
იშვიათად
გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
გამოთქვამს
საკუთარ აზრს მაგრამ აკლია დამაჯერებლობა
|
ყველა
საკითხზე აქვს საკუთარი აზრი,დამაჯერებელი არგუმენტირებული
|
კონცენტრირება
სამუშაოზე
|
ვერ
ახერხებს კონცენტრირებას
|
ცდილობს
კონცენტრირებას მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
|
ძირითადად
კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
მთელი
მუშაობის განმავლობაში კონცენტრირებულია
|
სხვისი
აზრების მოსმენა და პატივისცემა
|
არ
უსმენს სხვის აზრს, აწყვეტინებს
|
ყოველთვის
არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები
|
უსმენს
სხვების აზრს და ცდილობს იყოს კორექტული
|
ყურადღებით
ისმენს სხვების აზრს, აანალიზებ და არი სკორექტული
|
დრის
ლიმიტის დაცვა
|
არ
შეუძლია დროის ლიმიტის დაცვა
|
იშვიათად
ცდილობს დროის ლიმიტის დაცვას
|
უმეტეს
შემთხვევაში იცავს დროის ლიმიტს
|
ყოველთვის
იცავს დროის ლიმიტს
|
თარიღი:
15.10.2019 წ.
რეფლექსია
კლასი: მეექვსე
თემა: ფიზიკური და
ქიმიური მოვლენები
გაკვეთილის
ჩასატარებლად კონკრეტული თემა ავირჩიე, რადგან სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლემ უნდა
შეძლოს მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიური ცხოვრებაში გამოყენება.
გაკვეთილი ხელს შეუწყობს ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას. გაკვეთილი
დავიწყე წინარე ცოდნის შემოწმებით, რომლის დროსაც მოსწავლეები მსჯელობდნენ ფიზიკურ
და ქიმიურ მოვლენათა შორის განსხვავებაზე, გაკვეთილის მიზანი ინტერაქტიული მეთოდების
გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა, მოსწავლეებმა სხვადასხვა სააზროვნო უნარების
ცდების პრაქტიკულად გამოყენების შემდეგ თვალნათლივ დაინახეს ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენათა
შორის განსხვავება. ვფიქრობ ჩემ მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა, საწყისს იღებდა გაკვეთილის
მიზნიდან, ერგ-დან, რომელიც გვაძლევს საშვალებას საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენოთ
შემდეგი მეთოდები:
.მინი
ლექცია
.კითხვა-პასუხი
.პრაქტიკული
მუშაობა ,,სწავლა კეთებით და გამოცდილების მიღება“
.3.
2. 1.
.შეფასება
(ტესტის გამოყენება)
ვფიქრობ,
მრავალფეროვანი მეთოდების პროგრამამ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ შეეჯამებინათ ის
მასალა, რომელიც ჩემს მიერ იყო მიწოდებული ფიზიკური და ქიმიური მოვლენების განსასხვავებლად.
მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეების
აქტიური ჩართულობის ხარჯზე შევძელი, იგრძნობოდა უკუკავშირი, გამოჩნდა ის საკითხიც,
რომელიც მე მაძლევს საშუალებას ვიფიქრი, როგორ გავაუმჯობესო სასწავლო პროცესი. გაკვეთილის
დასაწყისში ჩემი აქტიურობა სჭარბობდა მოსწავლეების აქტიურობას, ილუსტრაციების ჩვენებისას
განმარტებებს ძირითადათ მე ვაკეთებდი, უკეთესი იქნებოდა მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად
ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში, რასაც შემდეგ აუცილებლად გავითვალისწინებ.ასევე გაკვეთილის
დაგეგმისას გეგმა შეიძლება განიცდიდეს მოდიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა
აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, რადგან ცდები უნდა ჩამეტარებინა, შესაძლებელი იყო
შემქნოდა მცირე პრობლემა, მაგრამ აქტივობების განხორციელებისას დროის ლიმიტი დავიცავით,
ამიტომ არ დამჭირდა გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება. ვფიქრობ, რომ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე
ზრუნვა ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე
სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე სკოლაში.
თარიღი: 18.10.2019
Комментариев нет:
Отправить комментарий