ისტ-ის გამოყენება სასწ. პროცესში. 1



ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზე

მასწავლებლის სახელი, გვარი:  მაკრინე კობახიძე;

საგანი:  ბუნებისმეტყველება;
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა;
სწავლების საფეხური/კლასი:  მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა:  2 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის;
გაკვეთილის თემა: ადამიანი და გარემო;
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების დასახელება, დახარისხების აღწერა, მსჯელობა მათი თვისებების შესახებ; მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა ნივთიერებების მიღების ან გადამუშავების შესახებ და იმსჯელოს ამ გადამუშავების შესახებ და ასევე ამ პროცესის გარემოზე გავლენის შესახებ;
კავშირი ესგ-ის სტანდართის შედეგთან და ინდიკატორები:
ბუნ.მე-6. 5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა;


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1
აქტივობა 1
საორგანიზაციო საკითხები, მიზნებისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა, გაკვეთილის თემის გაცნობა;
მინი ლექცია
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები
4წთ
2
აქტივობა 2

წინარე ცოდნის გააქტიურება, საშინაო დავალების შემოწმება. მასწავლებელი სთხოვს უპასუხონ კითხვებს:
1.რა არის ნაგავი?
2.სად ვყრით ნაგავს?
3.შეიძლება თუ არა ნაგავმა ზიანი მიაყენოს დედამიწას?
რა ტიპის დანაგვიანებები ხდება მსოფლიოში? მასწავლებელი  საუბრობს დანაგვიანებულ გარემოზე, შემდეგ კი უჩვენებს ვიდეორგოლებს  დედამიწის დანაგვიანების შესახებ.
კითხვა-პასუხი
დემოდსტრირება,
ვერბარული საუბარი
მთელი კლასი
პროექტორი, ნოუთბუქი,
ვიდეოები:


8წთ
3
აქტივობა 3

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს თუ რა იციან ნაგვის გადამუშავების შესახებ. სვავს კითხვებს:
1.რატომ არის საჭირო ნაგვის გადამუშავება?
2.როგორ ბინძურდება- ჰაერი, წყალი, ნიადაგი?
3.რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის დაბინძურებულ გრემოს?
მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას როგორ ბინძურდება ჰაერი, წყალი, ნიადაგი და რა საფრთხეს უქმნის ცოცხალ ორგანიზმს.მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებზე.
კითხვა -პასუხი,
წერითი მუშაობა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი
8წთ
4
აქტივობა 4

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს რა იციან მეორეულ-რეციკლირებაზე, სვამს კითხვებს?
1.როგორ იცავს მსოფლიო გარემოს დაბინძურებისაგან?
2.ჩვენს ქვეყანაში რა ზომებია მიღებული დაბინძურების საწინააღმდეგოდ?
3.რა ნიშნით აღნიშნავენ მეორეულ გამოყენების -რეციკლირებას?
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს მეორეული გამოყენების-რეციკლირების ნიშანს, ესაუბრება თუ როგორ ხდება ამ ნიშნის მიედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება. აწვდის ინფორმაციას მეორეული მოხმარების საგნების დახარისხებასა და გამოყენებაზე. შემდეგ გადასცემს სლაიდებს სადაც ნაჩვენებია დედამიწის დაბინძურების წყაროები და მათ ბოლოს ზეპირი ტესტი.
კითხვა -პასუხი, დემონსტრირება
მთელი კლასი
პროექტორი,
ნოუთბუქი,
 PowerPoint:
10.წთ
5
აქტივობა 5

შეჯამება: 3. 2. 1. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს მოსწავლეები ავსებენ 3. რამ რაც გავიგე, 2.რამ რაც ვიცოდი, 1. რამ რაც მაინტერესებს;
დამოუკიდებელი
ინდივიდიუალური
3.2.1. ფაილები
5წთ
6
აქტივობა 6
ბოლო აქტივობაზე მასწავლებლის მიერ ხდება მოსწავლეების
შეფასება, მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს პროგრამა learningapps.org- ში გაკეთებული ტესტირების საშუალებით.
დამოუკიდებელი
ინდივიდუალური
learningapps.org
10წთ

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიეებების მაგალითებს და მსჯელობს მათი თვისებების შესახებ. მოიძიებს სათანადო ინფორმაციას სხვადასხვა ნივთიერების მიღების ან გადამუშავების შესახებ, მსჯელობს, რა გავლენას ახდენს ეს პროცესები  გარემოზე.

თარიღი: 12.11.2019



გაკვეთილის რეფლექსია
       
          თემა: ადამიანი და გარემო

          2019 წლის 12 ნოემბერს მე-6 კლასში ჩავატარე ბუნების გაკვეთილი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.   ჩემი მიზანი იყო ისტ -ის ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო საინტერესო გამეხადა გაკვეთილის პროცესი, ამემაღლებინა მოტივაცია და განმევითარებინა სხვადასხვა უნარები.
    კონკრეტულ თემაში კი ისტის ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეები გაეცნო თუ როგორ ანაგვიანებს ადამიანი გარემოს, რა საფრთხეს უქმნის ბინძური გარემო ცოცხალ ორგანიზმებს, როგორ ხდება მეორეული დახარისხება. ამისთვის გამოვიყენე აქტივობები ისტის ტექნოლოგიებით.
     ჩემს მიერ წარმოდგენილი აქტივობები მოიცავს გაკვეთილზე ისტის გამოყენებას, როგორც პედაგოგის მიერ ინფორმაციით გამდიდრებული რესურსის მიწოდებას მოსწავლეებისათვის. დავალების შესასრულებლად მათ ზუსტად ჰქონდათ მითითებული საჭირო ინტერნეტბმული. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. ცდილობდნენ პასუხი გაეცათ დასმულ შეკითხვებზე ისტის ტექნოლოგიის საშუალებით.
      პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს მიეწოდათ ვიზუალური მასალა. მასალის ვიზუალურმა ეფექტმა მოსწავლეებს მისცა საშუალება მარტივად გასაგები ყოფილიყო ახალი მასალა. ისინი აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება აძლიერებს მოტივაციას და ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებაში.
ბლოგის მისამართი: https://makrinekobaxidzisblogi.blogspot.com/
თარიღი: 18.11.2019





Комментариев нет:

Отправить комментарий