შიდა დაკვირვება 2


შიდა დაკვირვების გაკვეთილი ბუნებაში

მასწავლებლის სახელი, გვარი: მაკრინე კობახიძე;
პირადი ნომერი: 02001008967;
სკოლა: აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა.
საგანი: ბუნება;
სწავლების საფეხური, კლასი:  დაწყებითი VI კლასი;
მოსწავლეთა რაოდენობა: 2 მოსწავლე,  სსსმ მოსწავლე არ არის;
გაკვეთილის თემა:   „დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს იმსჯელოს დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის  სავარაუდო მიზეზებზე; დაგეგმოს  და ჩაატაროს  ცდა დედამიწის  ზედაპირზე  სითბოსა და სინათლის არათანაბარი  განაწილების სადემონსტრაციოდ.                                            

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო
1
საორგანიზაციო საკითხები, მიზნებისა და შეფასების რუბლიკების გაცნობა,გაკვეთილის თემის გაცნობა;
მინი ლექცია
მთელი კლასი
შეფასების რუბლიკები
2წთ
2
აქტივობა:2 პროვოცირება     მიზანი:ცოდნის გააქტიურების აღწერა            აღწერა:საშინაო დავალების შემოწმება.მასწავლებელი სვავს კითხვებს,                                                 რა არის მზე და ორბიტა?               რატომ ანათებს და გვათბობს მზე და არა სხვა  ვარსკვლავები?             რისგან შედგება მზის სისტემა?           როგორი ფორმა აქვს დედამიწას? პასუხის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ოთხ სხვადასხვა სეზონის  სურათს, სთხოვს მოკლედ დაახასიათონ თითეული სეზონი;   
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ილუსტრირებული სურათები
7წთ
3
აქტივობა:3 სიღრმისეული წვდომა;   მიზანი:გაეცნონ დღე- ღამის ცვლილებას დედამიწაზე                         აღწერა:მასწავლებელი გლობუსზე ამაგრებს მუყაოსგან გამოჭრილ ადამიანის ფიგურას. შემდეგ გამოიყვანს ერთ-ერთ მოსწავლეს და სთხოვს გლობუსზე ფანრით მინათებას. მეორე მოსწავლე ს კი სთხოვს გლობუსის თავისი ღერძის გარშემო ნელა შემოტრიალებას.მოსწავლეები აკვირდებიან ამ მოძრაობას და იმასაც, როგორ ეცემა ფანრის ,,მზის“ სხივები ადამიანის ფიგურას ,,კაცუნას“.მოსწავლეები ხსნიან პროცესს.
პრაქტიკული მუშაობა
მთელი კლასი
გლობუსი,    მუყაოს კაცუნა,ფანარი,
5წთ
4
აქტივობა:4 დაკვირვება;                         მიზანი: როგორ ნათდება და თბება დედამიწა;                                       აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, შემდეგი ცდით გაარკვიონ:ყოველთვის ერთნაირად ეცემა თუ არა მზის სხივები დედამიწას და დასვამს კითხვებს,              დედამიწა, ღერძის გარშემო ბრუნვის გარდა, კიდევ რა მოძრაობას ასრულებს?                                                 როგორ იცვლება დედამიწაზე  მზის სხივების განაწილება?                               თქვენი აზრით, დედამიწის რომელ ადგილს ეცემა სხივები შვეულად, ვერტიკალურად?                                      რატომ ნაწილდება სხივები არათანაბრად?                                            მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა პასუხებს, არ უსწორებს შეცდომებს და ამ კითხვებზე საპასუხოდ, მოსწავლეებს ცდის გაგრძელებას სთავაზობს; მასწავლებელი იატაკზე შემოხაზავს ელიფსს, ეს იქნება მზის გარშემო დედამიწის მოძრაობის გზა- ორბიტაზე. ერთი მოსწავლე ფარნით ხელში დგას ცენტრში-ის მზის როლშია, მეორე მოსწავლე გლობუსით ხელში  იმოძრავებს ,,მზის“ გარშემო. მზის როლში მყოფი მოსწავლე ადგილზე ტრიალებს,,დედამიწის“ მოძრაობას მიჰყვება და გლობუსს ფანარს ანათებს.მასწავლებელი რამდენჯერმე შეაჩერებს მოძრაობას, ყოველ შეჩერებაზე სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ დედამიწის რომელი ადგილი ნათდება ყველაზე მეტად და იმ ადგილას წითელ პატარა სტიკერს მიაწებებს. ცდა გაგრძელდება  და ამჯერად მოსწავლეები ნაკლებად განათებულ ადგილებს დააკვირდებიან და იქ დააწებებენ ყვითელ სტიკერს. ისევ გრძელდება ცდა და ახლა ყველაზე ცუდად განათებულ ადგილებს მონიშნავენ ცისფერი სტიკერებით.მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა: დედამიწაზე სინათლე სხვადასხვაგვარად ნაწილდება, სინათლის არათანაბარი განაწილების გამო, სითბოს განაწილებაც არათანაბარია.
კითხვა პასუხი, პრაქტიკული მუშაობა
მთელი კლასი
ცარცი, გლობუსი,ფანარი, ფერადი სტიკერები, სტიკერები,
8წთ
5
აქტივობა:5დაკვირვება                                მიზანი:გაიგონ როგორ იცვლება სეზონები;                                                     აღწერა:მასწავლებელი მაგიდაზე დგამს გლობუსს და მიანათებს ნათურას, სთხოვს ერთ მოსწავლეს დაატრიალოს გლობუსი  თავისი წარმოსახვითი ღერზის გარშემო. მოსწავლეები აკვირდებიან თუ როგორ ნათდება დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროები. გამოაქვთ დასკვნა სეზონების  შე ცვლასთან დაკავშირებით.
პრაქტიკული სამუშაო
მთელი კლასი
გლობუსი, მაგიდა ფანარი,
5წთ
6
აქტივობა:6 წერითი სამუშაო                    მიზანი:კითხვარების შევსება                   აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს კითხვარების ბარათებს,სთხოვს შეავსონ პრაქტიკულ სამუშაოზე მიღებული შედეგების შესაბამისად.                 1.რა იწვევს დღე -ღამის მონაცვლეობას? --------               2.მზე დედამიწის ზედაპირს უკეთ ათბობს , როცა მისი სხივები დედამიწას------------ეცემა(შვეულად, დახრილად,)                     3.დედამიწაზე რომელ ადგილებს ანათებს  მზე ყველაზე მეტად?---4.რომელ ადგილებს ანათებს მზე ნაკლებად?---------------5.რომელ ადგილებს ანათებს მზე ცუდად?---6.რომელ ადგილებში იქნება ყველაზე მეტი სითბო?-------------------  7.როგორ შეიცვლება სეზონები, როცა დედამიწა ორბიტაზე საწყისი მდებარეობის საწინააღმდეგო მხარეს მოექცევა?----------------8.რომელი ნახევარსფეროა უფრო განათებული?--------
წერითი სამუშაო
ინდივიდუალური
კითხვარის ბარათები
10წთ
7
რეფლექსია                                            აქტივობა:7 შეჯამება რა ვიცოდი, რა გავიგე, რისი გაგება მსურს,                        მიზანი:გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამება;                            აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, მოსწავლეები ავსებენ რა ვიცოდი, რა გავიგე, რისი გაგება მსურს.
დამოუკიდებელი მუშაობა
ინდივიდიალური
ბარათები
4წთ
8
აქტივობა:8 შეფასება            მოსწავლეები ფასებიან შეფასების რუბრიკით, მოსწავლეთა ჩართულობით;
ვერბარული საუბარი
ინდივიდუალური
შეფასების რუბლიკა
2წთ
9
აქტივობა:9 საშინაო დავალება;მასწავლებელი  მოსწავლეებს საშინაო დავალებად აძლევს შეასრულონ სავარჯიშო  7, 8;
მინი ლექცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
2წთ





მისაღწევი  შედეგები/ინდიკატორები  (საგნობრივი  სტანდარტი):
ბუნ.6.7.მოსწავლემ უნდა შეძლოს დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილების შესახებ მსჯელობა.
.მსჯელობს დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის სავარაუდო მიზეზებზე;
.გეგმავს და ატარებს ცდას(მაგ. გლობუსით და ფარნით) დედამიწის ზედაპირსე სითბოსა და სინათლის არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ.
.აკავშირებს ძირითადი კლიმატური სარტყლების არსებობას დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებასთან;
ადარებს ორ კლიმატურ სარტყელს ძირითადიმახასიატებლების მიხედვით;


                                                                              შეფასება
გაკვეთილში ჩართულობის რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
1-2-3
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც შესასრულებელ სამუშაოს
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი ტერმინოლოგიით მეტყველება
გამართულად მეთყველებს, ყოველთვის ადეკვათურადიყენებს ტერმინოლოგიას.
გამართულად მეტყველებს და ხშირად იყენებს ტერმინოლოგიას
მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს, იშვიათად იყენებს ტერმინოლოგიას
ვერ საუბრობს გამართულად და ვერიყენებს ტერმინოლოგიას.
საკუთარი აზრის დასაბუთებულადწარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
სხვისი აზრისადმი პატივისცემის გამოვლინება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით, კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვების და აცდის საუბრის დამთავრებას.
არ უსმენს სხვებს და არ აცდის  საუბრის დამთავრებას.
                                                          

თარიღი:  18.11.2019

                                                       რეფლექსია

                                                 

            გაკვეთილი ჩავატარე მე-6 კლასში თემაზე: დედმიწის მოძრაობა მზის გარშემო, სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლემ უნდა შეძლოს  მიღებული ცოდნის და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება. მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზრვრულ მიზნებს,კმაყოფილი ვარ შედეგებით ,დიდი გავლენა იქონია იმ ფაქტმა,რომ თვითონ მონაწილეობდნენ ცდების ჩატარებაში და თვითონვე ასრულებდნენ დავალებებს. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში და უფრო მოტივირებულნი იყვნენ,ასეთი გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში. ვფიქრობ ჩემ მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა, საწყისს იღებდა გაკვეთილის მიზნიდან,ე.რ.გ.-დან; რომელიც გვაძლევს საშუვალებას საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენოთ შემდეგი აქტივობები:
.მინი ლექცია
.კითხვა -პასუხი
.პრაქტიკული მუშაობა
.წერითი სამუშაო (კითხვარების შევსება)
.რა ვიცოდი, რა გავიგე, რისი გაგება მსურს;
.შეფასება
.საშინაო დავალება
მრავალფეროვანი მეთოდის გამოყენებამ ,ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ ჩემს მიერ მიწოდებული მასალა, როდესაც მოსწავლეები ცდებს ატარებდნენ, დასკვნებს ჩანაწერების სახით არ ვაწერინებდი, მათ წერითი სამუშაო შეასრულეს კარგად, რომელიც ცდების დასკვნებზე მქონდა აგებული.ვფიქრობ მეტი დრო წაიღო აქტივობების მსვლელობამ. ზუსტად გაგვიჭირდა დროში ჩატევა, რომელსაც მომავალში გავითვალისწინებ. ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ანალიტიკურ, შემოქმედებით, კვლევით აზროვნების ჩამოუყალიბებას.პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის ნაწილია,რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე,სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე სკოლაში.

თარიღი: 21.11.2019





Комментариев нет:

Отправить комментарий